ეროვნული ლიგა – ჩემპიონები დაზავდნენ, ზივზივაძე საუკეთესო ბომბარდირია!
ეროვნული ლიგის 34-ე ტური ქუთაისის “ტორპედოსა” და “საბურთალოს” ღირსეული დაპირისპირებით დასრულდა. გუნდებმა ერთმანეთს თასის მოპოვებისა და ჩემპიონატის ჩემპიონობის გამო კორიდორი გაუკეთეს და ამით დიდი პატივისცემა გამოხატეს.
მატჩის სრულყოფილად ჩატარებას ძლიერი ქარი უშლიდა ხელს, ქუთათურები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს და შეხვედრა 0-0 დასრულდა.
თბილისის “დინამომ” წარუმატებელი პერიოდი “სიონის” 5-2 განადგურებით დახურა. პოკერი შეასრულა ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი გაბედავას ბომბარდირთა დავაში 1 ბურთით გადაუსწრო. ბუდუს 21 აქვს, გაბეს – 20. “დინამო” 3 ქულით გაექცა “ტორპედოს”, “სიონს”, როგორც ჩანს, გადათამაშების ზონაში მოუწევს ბრძოლა.
ტორპედო 0-0 საბურთალო
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი – გიგაური – დაფე (კუტალია 66), კუხიანიძე, წიქარიძე (ჰლინკა 80), ქიმაძე (გლეოფილო 76), ლაჩნი
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
საბურთალო: კუპატაძე – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ნადარაია – ტერა, ცნობილაძე, დიასამიძე (გვარაძე 60) – კოხრეიძე, დვალიშვილი (ალთუნაიშვილი 73), ვოლკოვი (გოშთელიანი 67)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
დინამო 5-2 სიონი
გოლები: შულაია 25, ზივზივაძე 43, 48, 62, 69 – დათუნაიშვილი 29, ხეცურიანი 45
დინამო: სიკაჩი – ძოწენიძე, ივანისენია, კობოური – რუხაია, ზარია (ქოჩლაძე 73), ნინუა (ქარდავა 62), ხარაბაძე – შენგელია (ერგემლიძე 76), შულაია, ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: ზაურ სვანაძე
სიონი: ზარქუა – მინდორაშვილი, გურეშიძე, ხეცურიანი, გიორბელიძე – დათუნაიშვილი, ხმალაძე – მანაგაძე (ლეჟავა 46), კოშკაძე (სიხარულია 62), კირკიტაძე – მახარობლიძე (უგულავა 73)
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე