მსოფლიო პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავიდ ვილია იაპონურ “ვისელ კობეს” შეუერთდება, სადაც ანდრეს ინიესტა და ლუკას პოდოლსკი თამაშობენ.
“ნიუ იორკ სიტიდან” წასვლის შემდეგ ვილა კარიერას დასრულებას არ აპირებს და იაპონიაში მიდის.
ვილია და ინი ერთად ესპანეთის ნაკრებში ირჯებოდნენ, შემდეგ კი რამდენიმე წელი ერთად “ბარსაშიც” იყვნენ.
დავიდის გარდა იაპონიაში ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთი თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი ასპარეზობს.
პოდოლსკი, ინიესტა, ტორესი, ვილია და საფეხბურთო ლეგენდები ამომავალი მზის ქვეყანაში გადადიან.