“ტვერკი შეგიძლია?” – ქალ ფეხბურთელს ოქროს ბურთის მოგების შემდეგ უხერხული კითხვა დაუსვეს
3 დეკემბერს, “ფრანს ფუტბოლმა” ოქროს ბურთის გამარჯვებულები გამოავლინა. ქალთა შორის წლის საუკეთესო ფეხბურთელად “ლიონის” ნორვეგიელი თავდამსხმელი, ადა ჰეგერბერგი დასახელდა.
ცერემონიალზე ფრანგი დიჯეი მარტინ სოლვეიგი უკრავდა. მან ჰეგერბერგთან ერთად ფრენკ სინატრას მუსიკაზე იცეკვა, შემდეგ კი ფეხბურთელს უხერხული შეკითხვა დაუსვა: “ტვერკი შეგიძლია?” ნორვეგიელი თავდამსხმელის პასუხი ასეთი იყო: “არა!”
ამ ეპიზოდს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. მუსიკოსი ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა, თავად ფეხბურთელი კი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ ჰეგებერგმა “ბიბისისთან” კომენტარი გააკეთა.
“ვფიქრობ, იმ მომენტში ასეთი კითხვის დასმის საჭიროება არ იყო. ამ ეტაპზე, მის სიტყვებს სექსუალურ შევიწროებად არ მივიჩნევ”, – განაცხადა ფეხბურთელმა.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი თავად დიჯეიმაც გააკეთა, რომელმაც ბოდიში მოიხადა.
“ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ვაწყენინე. ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, რომელიც ცუდი გამოვიდა. ადას გამარჯვებას კიდევ ერთხელ ვულოცავ”, – თქვა მარტინ სოლვეიგმა.
Ada Hegerberg.
UEFA Women's Champions League winner. Three times.
First female ever to win the #BallondOr.
Being asked about twerking.
Blatant sexism in 2018.pic.twitter.com/SnkKxoRNhG
— DW Sports (@dw_sports) December 3, 2018