კოპა დელ რეიზე “სანტ-ანდრეუს” (4-0) წინააღმდეგ დიეგო სიმეონემ მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის რანგში მე-400 მატჩი ჩაატარა.
“როცა ამაზე ვფიქრობ, ჟრუანტელი მივლის. საუკეთესო გზაა, არ გავიხედოთ უკან, რადგან ჩემი აქ მოსვლიდან “ატლეტიკო” ბევრმა დატოვა. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გუნდი შევქმენი და ვიმედოვნებ, კვლავ შევძლებ უამრავი ენერგიის დახარჯვას, რაც საჭიროა”, – განაცხადა სიმეონემ.
“ბარმენიდან დაწყებული ფანატით დამთავრებული, ყველამ იცის თუ როგორ ვთამაშობთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – საკუთარი თავის იდენტურობა”, – დასძინა დიეგომ.
არგენტინელმა სპეციალისტმა “ატლეტიკოს” 2011 წელს ჩაიბარა და ამ დროის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ გააღწია და ერთხელ ლა ლიგის ჩემპიონიც გახდა.