სალაჰი დაბრუნდა! “ლივერპულმა” “ბორნმუთი” გაანადგურა (ვიდეო)
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტური “ბორნმუთისა” და “ლივერპულის” დაპირისპირებამ გახსნა, სადაც უდავო ფავორიტად იურგენ კლოპის გუნდი მიიჩნეოდა. მართლაც, “ალუბლების” წინააღმდეგობის მიუხედავად, “წითლებმა” საკმაოდ მარტივად იმარჯვეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი მერსესაიდელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცაღა კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს სტუმრებმა – ერთ-ერთ შემთხვევაში მოჰამედ სალაჰის დარტყმული გოლად გარდისახა და ანგარიშიც გაიხსნა (25′)
მეორე ტაიმში “ბორნმუთი” საკმაოდ მონდომებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცაღა ამაოდ – ედი ჰაუს გუნდმა სამი უპასუხო გოლი მიიღო. მოჰამედ სალაჰმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა (48′, 77′), კუკმა კი საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი (68′).
ასე რომ, “ლივერპულმა” აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილსაც ლიდერობს. მომდევნო ტურში “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს, ხოლო “ბორნმუთი” “ვულვზს” ეწვევა.