ეროვნული ლიგა “ტორპედოსა” და “ლოკომოტივის” გამარჯვებებით დასრულდა
ეროვნული ლიგის ბოლო ტურის ბოლო 2 შეხვედრა “ტორპედოსა” და “ლოკომოტივის” გამარჯვებებით დასრულდა. “ტორპედომ” მარტივი გამარჯვება მოიპოვა გავარდნილ ფოთის “კოლხეთთან”, 69 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გავიდა. “ტორპედოს” 21-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
“ლოკომოტივმა” “რუსთავი” მიიღო და შონიას მიერ მე-10 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით 3 ქულა ჩაიწერა. “ლოკოს” მენტორი ლაშა ჭაღიაშვილი საინტერესო ცვლილებებს ანხორციელებს და დღესაც მისცა შანსი რამდენიმე აკადემიელს.
ჩემპიონი საბურთალო გახდა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურები “დინამომ”, “ტორპედომ” და “ჩიხურამ” მოიპოვეს. გავარდა “კოლხეთი”, ხოლო, გადასარჩენად პლეი-ოფში “სამტრედია” და “სიონი” იბრძოლებენ.
ტორპედო 4-0 კოლხეთი
გოლები: გლეოფილო 18, წიქარიძე 29/38, ლაჩნი 87
ტორპედო: ქვილითაია – გეგეჭკორი, ხურცილავა, აზაცკი, მარინი – გიგაური, კუხიანიძე, წიქარიძე, კუტალია (ჰლინკა 67), ქიმაძე (დოლიძე 46) – გლეოფილო (ლაჩნი 46)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
კოლხეთი: ნანავა – აფხაზავა, ტყემალაძე, კაბორე – ძაძამია, კოკაია, კერელეიშვილი, ჭეჭელეიშვილი – შალიკაშვილი (მახარაძე 46), აშორტია (ფენდერავა 61), იმნაძე
მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
ლოკომოტივი 1-0 რუსთავი
გოლი: შონია 10
ლოკომოტივი: შეროზია – ნონიკაშვილი, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, უბილავა – ძებნიაური, შონია – გრძელიძე (გავაშელიშვილი 69), კიკაბიძე (სამურკასოვი 83), ინჯგია – ოზბეთელაშვილი (შეყილაძე 60)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
რუსთავი: მიგინეიშვილი – კირკიტაძე (თარხნიშვილი 62), ხუბუტია, კვირკველია, სილაგაძე – ფონიავა (სამადაშვილი 88), პაპავა – ჩოგაძე (გუჯაბიძე 79), ზვიადაძე, ქავთარაძე – ლობჯანიძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი