რობენი “ბაიერნს” ტოვებს და იდეალური წინადადების მოლოდინშია
მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, არიენ რობენმა, პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა. 34 წლის ასაკში მყოფი ფეხბურთელი “რეკორდმაისტერის” დატოვებას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გააგრძელებს თუ არა საფეხბურთო კარიერას.
“ბაიერნიდან” წასვლის გადაწყვეტილება, რასაკვირველია, უდიდესი ნაბიჯი გახლავთ ჩემთვის. ეს გადაწყვეტილება ერთ ღამეში არ მიმიღია, ამაზე დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი. ვთვლი, რომ ჩემი წასვლის დრო მოვიდა.
ბედნიერი ვარ, რომ სიტუაცია დროდადრო უმჯობესდება და მეც მომეცემა საშუალება, ბოლო თვეები სასიამოვნოდ გავატარო. ეს დაუვიწყარი რამ იქნება ჩემთვის.
იმ შემთხვევაში თუ მივიღებ წინადადებას და 100 პროცენტით დარწმუნებული ვიქნები, რომ ღირს გაგრძელება, მზად ვარ სხვა კლუბშიც ვითამაშო. თუ იდეალურ წინადადებას ვერ მივიღებ, ბუცებს ლურსმნებზე ჩამოვკიდებ,” – აცხადებს რობენი.