პოჩეტინო: “ჩვენი ბიუჯეტი “ლესტერის”, “ვესტ ჰემისა” და “ევერტონისას” არ აღემატება”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ “სპურსი” ფინანსური თვალსაზრისით დიდად ჩამორჩება პრემიერ ლიგის გიგანტებს – “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს”.
“ფინანსური კუთხით თუ განვიხილავთ ინგლისში არსებულ მდგომარეობას, ფაქტია, რომ ჩვენი ბიუჯეტი “ლესტერის”, “ვესტ ჰემისა” და “ევერტონისას” არ აღემატება. ჩვენ ძალიან შორს ვართ ისეთი დიდი კლუბებისგან, როგორებიც “სიტი” და “იუნაიტედი” არიან. თუმცაღა, ქულების მხრივ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე სხვა რომელიმე კლუბი.
მხოლოდ ინვესტიციების ხარჯზე ძლიერი გუნდის შექმნა ადვილი როდია. ინვესტიციასტან ერთად დროც არის საჭირო – ფილოსოფიისა და მეთოდიკის შესამუშავებლად. ვფიქრობ, “ტოტენჰემს” დიდებული პროექტი აქვს. მართალია, ფულიც საჭიროა ჩვენთვის, მაგრამ არა მთავარი. თითქმის ყველა გუნდი ხარჯავს ფულს, მაგრამ მხოლოდ ერთი იმარჯვებს,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.