დასჯილი ფანი: “სტერლინგს მანჩესტერელი ნაბიჭვარი ვუწოდე და არა შავი ნაბიჭვარი”
შაბათს, 8 დეკემბერს, ლონდონის “ჩელსიმ” შინ “მანჩესტერ სიტი” მიიღო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოიპოვა (2-0). აღნიშნულ მატჩში უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა – “არისტოკრატთა” ერთ-ერთმა ფანმა რასისტული შეძახილებით მიმართა რაჰიმ სტერლინგს.
60 წლის კოლინ უინგი, რომელიც ადვილად ამოიცნეს კამერებმა, სამსახურიდან გაათავისუფლეს და ამავდროულად “ჩელსის” სეზონური აბონიმენტიც ჩამოართვეს.
ეს უკანასკნელი აცხადაებს: “მინდა ბოდიში მოვუხადო რაჰიმს მომხდარისთვის. ჩადენილს გულწრფელად ვნანობ, თუმცა მე მას მანჩესტერელი ნაბიჭვარი ვუწოდე და არა შავი ნაბიჭვარი.
უკვე 50 წელია, რაც “ჩელსის” ვგულშემატკივრობ და იქიდან გამომდინარე, რომ მოედნის საფართან ახლოს ვზივარ, კამერების ობიექტივში ხშირად ვხვდები ხოლმე. ასეთი რამ ადრეც რომ გამეკეთებინა, აქამდე არაერთხელ გამომიჭერდნენ,” – აცხადებს უინგი.