ეროვნული ლიგის პლეი-ოფი – ფანცულაია 2-2 “ვიტ ჯორჯია”
ეროვნული ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში “სამტრედიამ” “ვიტ ჯორჯია” ამჯერად ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე მიიღო და 2-2 ითამაშა. ანგარიში 23-ე წუთზე ფანცულაიამ გახსნა და პირველი ტაიმი სამტრედიელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. მე-2 ნახევარი “ვიტ ჯორჯიას” დომინირებით დაიწყო და გუნდმა 2 გოლიც შეუგდო მეტოქეს. შეხვედრის ბოლო 15 წუთში სტუმრებს რამდენიმე საგოლე მომენტიც შეექმნათ, თუმცა ხან კუპატაძე იდგა მოწოდების სიმაღლეზე, ხან მოთამაშეებიც სცოდავდნენ. 90-ე წუთზე ლიპარტიამ კუთხურიდან ჩამოაწოდა, შეროზიამ პირველი დარტყმული აიღო, თუმცა დამატებაზე ფანცულაიამ ყველას დაასწრო და ანგარიში 2-2 გახადა.
განმეორებითი თამაში 15 დეკემბერს მცხეთაში გაიმართება.
სამტრედია 2-2 ვიტ ჯორჯია
გოლები: ფანცულაია 23/90 – მაისურაძე 58, გეთიაშვილი 69
სამტრედია: კუპატაძე – ენდელაძე, გურული, ჯგერანაია, გოგიაშვილი, ფატიჩი – კერძევაძე, ლიპარტია – ტუღუში (მაქაცარაია 76), გორელიშვილი (ერისთავი 63), ფანცულაია
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
ვიტ ჯორჯია: შეროზია – ჩაკვეტაძე, გეთიაშვილი, ჩიტიშვილი – კიკნაველიძე, ვასაძე, ვეკუა (მაისურაძე 53), საჯაია – დავლაშელიძე – ღუდუშაური, ღირდალაძე
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ფირცხალაიშვილი