ოფიციალურად: უეფამ “მილანი” ფეარ-პლეის წესების დარღევაში დაადანაშაულა
უეფას მიერ გამოყოფილმა სპეციალურმა დისციპლინარულმა კომიტეტმა “მილანის” საქმეზე მუშაობა დაასრულდა და განაჩენიც გამოიტანა – იტალიური გრანდი ფეარ-პლეის წესების დარღვევისთვის დამნაშავედ სცნეს.
როგორც ცნობილი ხდება, წესების დარღვევისთვის “როსონერის” ხელმძღვანელებს ჯარიმის სახით 12 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ და გარდა ამისა, მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ევროთასებზე მხოლოდ 21 ფეხბურთელის გაყვანა შეეძლებათ.
ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფაქტი, მოიკვეთება თუ არა “მილანი” 2022/23 და 2023/24 წლების სეზონებში ევროტურნირებიდან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჯენარო გატუზოს მეთაურობით იტალიელები ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდნენ, სადაც “ბეტისის”, “ოლიმპიაკოსისა” და “დუდელანჟის” ბარიერების დაძლევა უწევდა, რაც ვერ შეძლო და ჯგუფში ჩარჩა.