ეროვნული ლიგა – “ვიტ ჯორჯიამ” “სამტრედია” გააგდო, “სიონი” დარჩა!
ეროვნული ლიგის პლეი-ოფების შეხვედრები დღეს დასრულდა. “ვიტ ჯორჯიამ” “სამტრედია” 4-0 გაანადგურა და ეროვნულ ლიგაში გადმოვიდა. ბოლნისის “სიონმა” 3-0 მოუგო “გაგრას” და უმაღლეს ლიგაში რჩება. გარდამავალი ჩემპიონატის ჩემპიონი და “გაგრა” ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებენ.
“სამტრედიას” კაპიტანმა შოთა კერძევაძემ Wwe-ს ვარსკვლავის, შეიმუსის ილეთით მე-7 წუთზე “ვიტ ჯორჯიას” ერთ-ერთი მოთამაშე ძირს დააგდო და წითელი ბარათიც მიიღო. ძალიან დაძაბული გამოდგა პირველი 10 წუთი, რამდენჯერმე ფეხბურთელებმა იჩხუბეს, მოედანზე მაყურებელიც შემოვარდა, თუმცა საბოლოო ჯამში, “ვიტ ჯორჯიამ” წყნარად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე და მომავალი წლიდან 10 საუკეთესო გუნდს შორის იქნება.
“სიონმა” 2 მატჩის ჯამში 4-0 მოუგო “გაგრას”, თუმცა აღსანიშნავია, რომ გაგრელებს პრაქტიკულად არცერთ შემთხვევაში არ გაუმართლათ და აშკარაა, ფორტუნა პლეი-ოფში მათ მხარეს არ იდგა.
ვიტ ჯორჯია 4-0 სამტრედია (პირველი მატჩი: 2-2)
გოლები: ღირდალაძე 5, მაისურაძე 13, საჯაია 61, ვაზაგაშვილი 63
ვიტ ჯორჯია: შეროზია – გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი – მაისურაძე, ვასაძე – საჯაია, მოსიაშვილი (ვეკუა 46 – ვაზაგაშვილი 54), კიკნაველიძე – ღირდალაძე (კამლაძე 65), ღუდუშაური
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი
სამტრედია: კუპატაძე – ფატიჩი, ჯგერენაია, გურული, გოგიაშვილი – ახალაძე (ერისთავი 46), ლიპარტია, კერძევაძე, ენდელაძე (მაქაცარაია 46)- ტუღუში (მამასახლისი 66) – ფანცულაია
სიონი 3-0 გაგრა (პირველი მატჩი: 1-0)
გოლები: ისიანი 28, ხმალაძე 51, კირკიტაძე 73
სიონი: ზარქუა – მინდორაშვილი, ხეცურიანი, გურეშიძე, გიორბელიძე – ხმალაძე, დათუნაიშვილი – ისიანი, კოშკაძე, კირკიტაძე – მახარობლიძე
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
გაგრა: შევჩუკი – ხოსიტაშვილი, სულთანიშვილი, სამხარაძე, გაფრინდაშვილი – კაკიაშვილი, ივანიაძე (ლომსაძე 46) ხაბელაშვილი, ცაცკრიალაშვილი (მათიაშვილი 78), გაფრინდაშვილი – სპანდერაშვილი (პაპავა 57)
მთავარი მწვრთნელი: დენის ხომუტოვი