WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (379156) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28210,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

გიორგი წიტაიშვილი: “საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი მაქვს და მზად ვარ ყველაფრისთვის”

თარიღი: დეკემბერი 16, 2018

18 წლის გიორგი წიტაიშვილი კიევის “დინამოსა” და უკრაინის 19-წლამდე ნაკრების წევრია. წიტაიშვილმა რამდენიმე დღის წინ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და მთავარი მწვრთნელისგან შექებაც დაიმსახურა. გიორგი “ანორთოსისის” ყოფილი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია. Fanebi.com-მა ახალგაზრდა გარემარბთან ინტერვიუ ჩაწერა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზეც ჰკითხა.

– სად დაიწყეთ თამაში და როგორ მოხვდით კიევის “დინამოში”?

– პირველი ნაბიჯები “ანორთოსისში” გადავდგი. ამ კლუბში მამაჩემი თამაშობდა და სამი წლის ვიყავი, როდესაც აკადემიაში შემიყვანა. 10 წლის ასაკში “ბარსელონას” აკადემიაში წამიყვანეს, “ბარსამ” დამტოვა, თუმცა საბუთების პრობლემები მქონდა და დარჩენა ვერ მოვახერხე. ისევ “ანორთოსისში” დავბრუნდი და თემურ ქეცბაიამ და გიორგი ქინქლაძემ მამაჩემს ურჩიეს “დინამოს” აკადემიაში გამეგრძელებინა კარიერა. ფიზიკურადაც და როგორც ფეხბურთელმა, ძალიან მოვუმატე, “დინამოს” ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

როგორ შეაფასებდი დებიუტს ევროტურნირებზე, მწვრთნელმა მატჩის შემდეგ შეგაქოთ კიდეც…

– ჩემი თამაშით არასდროს არ ვარ კმაყოფილი, თუმცა ძნელი ნამდვილად არ ყოფილა. ყოველთვის მსურს უკეთესად გამოვიყურებოდე და დიახ, კარგი დებიუტი გამომივიდა.

– უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ხართ, თუმცა ქართული ფესვებიდან გამომდინარე, ხომ არ ყოფილა ფედერაციასთან საუბარი საქართველოს ნაკრებში თამაშზე და თქვენი სურვილი როგორია?

– ყველა ფეხბურთელის მიზანია ეროვნულ ნაკრებში თამაში. პირადად ჩემთან და “დინამოსთან” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან კონტაქტი არ ყოფილა, თუმცა მამაჩემს ესაუბრნენ. სადაც არ უნდა ვიყო, მზად ვარ რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო და ამის სურვილიც მაქვს.

– და ბოლოს, რას საქმიანობს ამჟამად კლიმენტი წიტაიშვილი?

– მამაჩემი მთელი ცხოვრება ფეხბურთშია და ალბათ, ყოველთვის ასე იქნება. ის სულ ჩემთან ერთადაა, ჩემ შეცდომებზე მესაუბრება და ყველანაირად მეხმარება. მან მწვრთნელის ლიცენზიაც აიღო, თუმცა ჯერ გუნდი არ ჩაუბარებია.



მსგავსი სიახლეები