ვარლამ ლიპარტელიანის განცხადება გუანჯოს მასტერსის მოგების შემდეგ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა გუანჯოუს მასტერსის მოგების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც იცით, ლიპარტელიანის გარდა ოქროს მედალი გურამ თუშიშვილმაც მოიპოვა. ასევე, მასტერსის გამარჯვებული გახდა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი. ტურნირის პირველ დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა ამირან პაპინაშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი დაეუფლნენ.
“გილოცავთ, ბიჭებო, ყველას. ყველა მედალოსანს ვულოცავ წარმატებას!!! მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში და მადლობა მათ, ვისაც გულით გაუხარდა ჩვენი წარმატება! ყველა გულშემატკივარს უღრმესი მადლობა, ვისაც ბოლომდე ჯერა ჩვენი! კიდევ ერთხელ ყველა ქართველს ვულოცავ წარმატებას და მომავალში ოქროთი შევცვალოთ საპრიზო ადგილები. ყველა გულშემატკივარს მთელი გულით მადლობა გვერდში დგომისთვის! იცოდეთ, რომ ძალიან გვაძლიერებთ და გვიხარია, რომ ძალიან ბევრნი ხართ. გაიხარეთ”, – წერს ლიპარტელიანი Instagram-ში.