იკერ კასილასმა ჟოზე მოურინიოს შეუტია
“პორტუს” მეკარემ, იკერ კასილასმა “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ჟოზე მოურინიოს უკავშირდება.
როგორც იცით, კასილასსა და მოურინიოს “რეალში” ერთმანეთთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. რამდენიმე დღის წინ, ესპანელმა მეკარემ ხორხე ვალდანოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ძველ დროში დაბრუნდებოდა, ის მოურინიოს უფრო მეტად დაუპირისპირდებოდა. კასილასი უპასუხოდ არც პორტუგალიელმა სპეციალისტმა დატოვა. ჟოზემ თქვა, რომ იკერის სიტყვები იმ მოთამაშის სიტყვებს ჰგავს, რომელიც კარიერას ასრულებს.
“პორტუგალიური გაზეთის ცნობით, ვიღაცამ თქვა, რომ ფეხბურთელი, რომელიც 37 წლისაა, კარიერის დასასრულშია. სრულიად ვეთანხმები! ახლა, ამ გაზეთისათვის ჩემი შეკითხვა ასეთია: როცა საქმე მწვრთნელებს ეხებათ, როდის და რა მომენტში ხედავთ სიტუაციას, როცა მწვრთნელმა გუნდის გაწვრთნა აღარ უნდა გააგრძელოს?” – წერს იკერი Twitter-ში.
Según un diario portugués alguien dijo que un jugador como yo ( 37 años ) está al final de su carrera. Completamente de acuerdo!Mi pregunta es,para ese periódico:
En el caso de los entrenadores, cuando y en qué momento se ve que ya no están para dirigir un equipo o entrenar?— Iker Casillas (@IkerCasillas) December 16, 2018