ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრა გაიმართა
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, რომელი კლუბები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მეოთხედფინალში გასასვლელად.
“შალკე” – “მანჩესტერ სიტი”
“ატლეტიკო” – “იუვენტუსი”
“მანჩესტერ იუნაიტედი” – “პარი სენ-ჟერმენი”
“ტოტენჰემი” – “დორტმუნდი”
“ლიონი” – “ბარსელონა”
“რომა” – “პორტუ”
“აიაქსი” – “რეალი”
“ლივერპული” – “ბაიერნი”
მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 12/13 და 19/20 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 5/6 და 12/13 მარტს ჩატარდება.