“მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელის ვინაობა სახელდება
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ კლუბის თავკაცის პოსტიდან ჟოზე მოურინიო დაითხოვა. “წითელ ეშმაკებს” სეზონის ბოლომდე დროებითი მწვრთნელი უხელმძღვანელებს. “სქაი სპორტსის” ცნობით, აღნიშნულ მოვალეობას გუნდის ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ კერიკი შეასრულებს, რომელიც დღემდე თავკაცის ასისტენტად მუშაობდა. კლუბმა ეს ინფორმაცია მომდევნო 48 საათის განმავლობაში უნდა დაადასტუროს.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ კერიკი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას მოთამაშის რანგში 2006-დან 2018 წლამდე იცავდა.