ოქრიაშვილის აგენტი: “თორნიკე ძალიან ამბიციური პიროვნებაა”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, თორნიკე ოქრიაშვილმა, 17 დეკემბერს “კრასნოდართან” კონტრაქტი გაწყვიტა. “ოქრის” აგენტმა, თემურ ლეფსაიამ, მომხდარი პრესასთან განმარტა.
“კონტრაქტი ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ. თორნიკე უკმაყოფილო იყო სათამაშო დროის რაოდენობით, რომელსაც კლუბი მას უთმობდა. მადლობას ვუხდით “კრასნოდარის” ხელმძღვანელებს, რომ ჩვენი პოზიციები გაიზიარეს.
კრასნოდარი უდიდესი კლუბია, სადაც ყველა მაღალ დონეზე თამაშობს. მადლობა მათ, რომ ოქრიაშვილი მოიწვიეს და გულთბილად მიიღეს. განსაკუთერბულ მადლობას ვუხდით სერგეი გალიცკსა და ვლადიმერ ხაშიგას.
ოქრიაშვილმა “კრასნოდარს” ბევრი რამ შესძინა, ისევე როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურადაც. გაიხსენეთ “ზენიტისა” და “სევილიას” კარში გატანილი გოლები.
ფაქტია, რომ თორნიკე ძალიან ამბიციური პიროვნებაა – უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს მოედანზე. ახლა ის შვებულებაშია და წინადადებებს განვიხილავთ. შეთავაზებები გვაქვს რუსული და ევროპული კლუბებისგან, ასე რომ, ის უმუშევარი ნამდვილად არ დარჩება,” – აცხადებს ოქრიაშვილის აგენტი.