კლოპი წილისყრაზე: “გულწრფელად გეტყვით, არ მინდოდა ამ ორ კლუბს დავპირისპირებოდით”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მხოლოდ ორი გუნდის წინააღმდეგ არ უნდოდა თამაში.
“ასი პროცენტით გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კლუბის წინააღმდეგ არ მინდოდა თამაში. ერთ-ერთი “ბორუსიაა” – არ მინდოდა ადრეულ ეტაპზე შევხვედროდით ერთმანეთს. უკეთესი იქნება, თუ შემდეგში შევერკინებით.
მეორე კლუბი კი “იუვენტუსია”, რომელიც ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია. ეს კლუბი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო შანსია მათთვის. წელს “იუვენტუსის” დამარცხება ძალიან რთული იქნება.
სხვა დანარჩენ კლუბებთან თამაში ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. “ბაიერნი” შეგვხვდა, უდიდესი კლუბი. ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება მათ წინააღმდეგ თამაში. ვფიქრობ, შანსი ორივე კლუბს ექნება და ის გაიმარჯვებს, რომელიც უკეთ წარმოაჩენს საკუთარ თავს,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.