კლოპი: “მანჩესტერ “სიტი” ისე თამაშობს, როგორც ჩემპიონს შეეფერება”
მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, თავის ერთ-ერთ მთავარ მეტოქეზე, “მანჩესტერ სიტიზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გუნდი უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს.
“უნდა ვაღიარო, რომ “მანჩესტერ სიტი” ძალიან ძლიერი გუნდია. ისინი ყოველ ტურს მოწოდების სიმაღლეზე ატარებენ და ეს სულაც არ არის იღბალი. გასულ სეზონში მათ 100 ქულა ჰქონდათ დაგროვებული და კვლავაც უმაღლეს დონეზე იმყოფებიან – ქედს ვიხრი.
ფაქტია, რომ “მანჩესტერ სიტი” სისუსტის არანაირ ნიშანს არ ავლენს. “სიტი” მოქმედი ჩემპიონია და ისე თამაშობს, როგორც ჩემპიონს შეეფერება. ისინი ისეთივე შემართებით იბრძვიან, როგორც გასულ წელს, გასაოცარია.
სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ ყოველ მატჩს სერიოზული განწყობით შევხვდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. ეს ჩვენი საუკეთესო შანსია,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.