“ბენდელას თასი” თბილისის “დინამომ” მოიგო
დღეს დასრულდა აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირი “ბენდელას” თასი, რომელიც წლეულს 29-ედ ჩატარდა. ფინალში ერთმანეთს “დინამოს” გუნდები – 2007 და 2008 წლიანები შეხვდნენ. უფროსებმა უმცროსები დაამარცხეს. მესამე ადგილზე კი “საბურთალოს” 2007 წელს დაბადებულთა გუნდი გავიდა, სადაც მატჩი მესამე ადგილისთვის “საბურთალო”-2008 დაამარცხეს. პრიზიორ გუნდებს თასთან და მედლებთან ერთად, სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ. ნომინაციაში გამარჯვებულებს და პრიზიორებს საჩუქრები ზაზა ბენდელიანის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გადასცეს.
გაგაცნობთ ნომინაციაში საუკეთესოებს:
საუკეთესო მეკარე – ნოდარ ბედიაშვილი (დინამო-2007)
საუკეთესო მცველი – სანდრო ამისულაშვილი (საბურთალო-2007)
საუკეთესო ნახევარმცველი – ლუკა ციკოლია (დინამო-2008)
საუკეთესო თავდამსხმელი – ანდრია ბართიშვილი (დინამო-2008)
ტურნირის აღმოჩენა – ანდრია ტალახაძე (საბურთალო-2008)
ტექნიკური ფეხბურთელი – საბა კაკულია (დინამო-2007)
საინტერესო ფეხბურთელი – ნიკოლოზ შალიკიანი (საბურთალო-2008)
პერსპექტიული გუნდი – საბურთალო-2008
მაყურებელთა სიმპატია – ლევან ბენდელიანი (საბურთალო-2007)
საუკეთესო ფეხბურთელი – ვახტანგ სალია (დინამო-2007)