“სელტიკმა” 15 წლის ფეხბურთელთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა (ფოტო)
გლაზგოს “სელტიკმა” 15 წლის ამომავალ ვარსკვლავს, კარამოკო დემბელეს პირველი პროფესიონალი კონტრაქტი გაუფორმა. მოთამაშესა და კლუბს შორის ხელშეკრულების ვადა 2021 წელს იწუერება.
დემბელემ, რომელიც სკოლის მოსწავლეა, ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღება ორი წლის წინ მიიპყრო. ის “სელტიკის” რიგებში 2013 წელს ჩაირიცხა და 13 წლის ასაკში 20-წლამდე გუნდის რიგებში, 7 წლით უფროს ფეხბურთელებთან ერთად ითამაშა.
დემბელე ლონდონში დაბადებული. მას ინგლისის 15 და 16-წლამდე ნაკრებებში და შოტლანდიის 16 და 17-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.
“სელტიკთან” პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. აქ ძალიან პატარა მოვედი. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმისათვის, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს. პატარა ასაკშივე ყურადღების მიპყრობა რთულად მისაღებია, მაგრამ ოჯახი მეხმარება. ჩემი მიზანი პირველ გუნდში თამაშია. დუბლებში, ყველა ვარჯიშზე და ყველა მატჩში ბოლომდე ვიხარჯები იმისათვის, რათა მწვრთნელს დავანახო, რომ პირველ გუნდში თამაშს ვიმსახურებ”, – განაცხადა დემბელემ.
🎙️ "I feel happy and I’m ready to try and get in the first-team as soon as possible." @CelticTV exclusive: Karamoko Dembele speaking after signing his first full-time professional contract with the club. 🍀 #KaramokoSigns pic.twitter.com/VS0ZgZT2V2
— Celtic Football Club (@CelticFC) December 24, 2018