პოჩეტინიო: “სეზონის დასაწყისში ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინიომ პრესასთან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სეზონის დასაწყისში “დეზებს” ბევრი პრობლემა ჰქონდათ.
“რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია, თუმცა ამისთვის სტაბილურობაა საჭირო. ვფიქრობ, ოთხი წლის შემდეგ ჩვენი გუნდი უფრო ზრდასრულად გამოიყურება.
წინასასეზონო მზადებამ არც თუ ისე კარგად ჩაიარა, რადგანაც ფეხბურთელთა ნაწილი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შვებულებაში იმყოფებოდა. ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო: ახალ სტადიონზე ვერ გადავედით და ყველა უხასიათოდ იყო.
სეზონის დასაწყისში ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო განწყობილი, თუმცა ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვიყავით. ფაქტია, რომ “მანჩესტერ სიტი” და “ლივერპული” ფავორიტები არიან, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის,” – აცხადებს პოჩეტინიო.