სოლსკიაერმა პოგბას დუბლით მოიგო, “იუნაიტედი” ბედნიერია! (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-19 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის პოსტზე მეორე შეხვედრა ჩაატარა ოლე გუნარ სოლსკიაერმა – “ოლდ ტრაფორდს” დავიდ ვაგნერის “ჰადერსფილდი” ეწვია.
შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცაღა არც სტუმრები პასიურობდნენ. პირველი ტაიმი “იუნაიტედმა” ნემანია მატიჩის მიერ 28-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო.
მატჩის მეორე ნახევარში კი პოლ პოგბამ შეძლო ორი გოლის გატანა (64′, 78′), რამაც ის ძალიან გააბედნიერა. მატჩის მიწურულს “წითელმა ეშმაუნებმა” ყურადღება მოადუნეს და იორგენსენისგან გოლიც მიიღეს (88′) – 3-1.
ამ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედი” სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს, ხოლო “ჰადერსფილდი” 10 ქულით ბოლო ადგილზეა. მომდევნო ტურში ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდი “ბორნმუთს” დაუხვდება შინ.