კულიბალი: “ვამაყობ ჩემი კანის ფერით”
იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტური განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა კალიდუ კულიბალისათვის, რომელიც კიდევ ერთხელ გახდა რასიზმის მსხვერპლი. ამას ისიც დაემატა, რომ შეხვედრის მიწურულს მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა, რასაც “ინტერის” მიერ “ნაპოლის” კარში გატანილი გამარჯვების გოლი მოჰყვა.
“რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ მატჩი ასეთი შედეგით დასრულდა და კიდევ უფრო მწყინს, რომ ჩემი ძმებს საჭირო დროს ვუღალატე. მაგრამ ვამაყობ ჩემი კანის ფერით, ვამაყობ იმით, რომ საფრანგეთს, სენეგალსა და ნეაპოლს წარმოვადგენ,” – წერს კულიბალი სოციალურ ქსელში.
გეტყვით იმასაც, რომ მატჩის მიმდინარეობისას კარლო ანჩელოტიმ სამჯერ სთხოვა მსაჯს, მატჩი შეეჩერებინა, თუმცა მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სერია ა-ს ხელმძღვანელობა ამ საკითხთან დაკავშირებით.