მარადონა მეოთხე დღეა, “დორადოსის” ვარჯიშზე არ გამოჩენილა
ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, თუ როგორ ისჯებიან ფეხბურთლები ვარჯიშზე დაგვიანებისთვის, თუმცაღა მექსიკურ “დორადოსს” სულ სხვა პრობლემა აქვს.
მექსიკის რიგით მეორე დივიზიონის გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება 26 დეკემბერს დაიწყო, თუმცაღა უკვე მეოთხე დღეა, რაც ვარჯიშზე გუნდის მთავარი მწვრთნელი, დიეგო მარადონა არ გამოჩენილა.
როგორც ცნობილი ხდება, მარადონა უკმაყოფილოა იმით, რომ მექსიკური კლუბის ხელმძღვანელები მის დამხმარე მწვრთნელთან, ლუის ისლასთან, კონტრაქტს არ ახანგრძლივებენ.
ამ დროისთვის “დორადოსს” ფიზ-მომზადების მწვრთნელი ავარჯიშებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კლუბის ხელმძღვანელობა მომხდართან დაკავშირებით.