“ლივერპულმა” “არსენალი” ბრწყინვალე თამაშით გაანადგურა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეოცე ტურის ცენტრალური მატჩი “ენფილდზე” გაიმართა. “ლივერპულსა” და “არსენალს” შორის გამართული დაპირისპირება სწორედ ის გახდა, რაც ყველა ფეხბურთის ფანს სჭირდებოდა საშობაოდ.
შეხვედრაში ანგარიში მაიტლანდ-ნაილსმა გახსნა, რომელმაც “მეთოფეთა” სწრაფი კონტრ-იერიშის დაგვირგვინება შეძლო (11′). თუმცაღა, უნაი ემერის ბიჭების სიხარული ხანმოკლე გამოდგა – მომდევნო ხუთ წუთში “არსენალის” დაცვამ ორი საშინელი შეცდომა დაუშვა, რომელიც ბობი ფირმინომ ბრწყინვალედ გამოიყენა (14′, 15′).
ორი გოლის გაშვებით დაზაფრულმა “არსენალმა” ძალების კონცენტრირება ვერ შეძლო და პირველ ტაიმში კიდევ ორი გოლი მიიღო – ჯერ სადიო მანემ გამოიცინა თავი (32′), ტაიმის მიწურულს კი სალაჰის წაქცევის გამო დანიშნული ჯარიმა თავად ეგვიპტელმა გარდასახა გოლად. მეორე ტაიმი მეტად დაბალანსებული გამოდგა, თუმცა იქაც “წითლებმა” იმარჯვეს – ფირმინომ 65-ე წუთზე ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.