“მანჩესტერ სიტიმ” მოგების გემო გაიხსენა (ვიდეო)
“კრისტალ პალასთან” და “ლესტერ სიტისთან” განცდილი მოულოდნელი მარცხების შემდეგ, “მანჩესტერ სიტიმ” განწყობა “საუთჰემპტონთან” მოგებით გამოიკეთა და მეოცე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე გადაბარგდა.
შეხვედრა “ქალაქელთა” სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში თამაშის მე-10 წუთზე დავიდ სილვამ გახსნა ბერნარდო სილვას დროული პასის წყალობით. 37-ე წუთზე ჰოიბერგმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცაღა ტაიმის მიწურულს მაკკარტის კარში ორი გოლი გავიდა – ჯერ ვორდ-პრაუსმა გაიტანა საკუთარ კარში გოლი (45′), შემდეგ კი აგუერომ დააგვირგვინა ზინჩენკოს გადაცემა გოლით.
ასე რომ, პეპ გვარიოლას გუნდი “ეტიჰადზე” გასამართ მატჩს კარგ განწყობაზე შეხვდება. ამ დროისთვის მათ შორის სხვაობა 7 ქულაა. რაც შეეხება “საუთჰემპტონს”, “წმინდანები” მე-17 ადგილზე იმყოფებიან 15 ქულით და ერთი ქულა აშორებთ გასავარდ ზონამდე.