WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (380467) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ნიუკასლი” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 3, 2019

ულე გუნარ სულშერის თაოსნობით “მანჩესტერ იუნაიტედი” წარმატებულ სვლას განაგრძობს. ამჯერად, “წითელი ეშმაკუნები” რაფაელ ბენიტესის “ნიუკასლს” დაატყდნენ თავს. შეხვედრა “მანჩესტერელთა” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი “მანჩესტერ იუნაიტედის” კარნახით მიმდინარეობდა, თუმცაღა ნორვეგიელი სპეციალისტის ბიჭები გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდნენ და ტაიმიც ნულოვანი ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმშიც მსგავსი სცენარით მიმდინარეობდა თამაში მანამ, სანამ მოედანზე რომელუ ლუკაკუ შემოვიდოდა. შემოსვლიდან რამდენიმე წამში ბელგიელმა თავდამსხმელმა ანგარიშის გახსნა შეძლო (64′). მალევე მარკუს რეშფორდმა ორამდე გაზარდა ანგარიში (80′).

ასე რომ, 21 ტურის შემდეგ “იუნაიტედს” 38 ქულა უგროვდება და სამი ქულით ჩამორჩება მეხუთე პოზიციაზე მყოფ “არსენალს”. “ნიუკასლი” კი 18 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.



მსგავსი სიახლეები