ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ლონდონური კლუბები დენის სუარესთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.
RAC1-ის მიხედვით, ლონდონის “ჩელსი” და ლონდონის “არსენალი” მზად არიან სუარესში 10 მილიონი გადაიხადონ. თვითონ დენისსაც სურს “ბარსას” დატოვება – ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 17 წუთი ითამაშა.
ლონდონელების გარდა ფეხბურთელით “ევერტონი”, “უოტფორდი”, “ვესტ ჰემი” და “ვალენსიაც” არიან დაინტერესებულნი.
24 წლის დენისი “ბარსაში” 2016 წელს დაბრუნდა და 46 მატჩში 3 გოლი გაიტანა. უმეტესად, ესპანელი შეცვლაზე შემოდიოდა.