სიონი: დათო კირკიტაძე წავიდა, ვილი ისიანი დარჩა
ბოლნისის “სიონი” 2019 წლის ახალ სეზონს ყველაზე მეტი სიახლით ხვდება და გუნდმა 12-ზე მეტ ფეხბურთელთან გაარკვია ურთიერთობა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ჯერ არ დადასტურებულა, “სიონს” 26 წლის შემტევის, დათო კირკიტაძეც დაემშვიდობა. კირკიტაძე ბოლნისელებს “სამტრედიიდან” შეუერთდა და 35 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე პასი შეასრულა. კირკიტას გურამ მინდორაშვილიც, ალექსანდრე გურეშიძე, გურამ გიორბელიძე და გიორგი დათუნაიშვილიც შეუერთდნენ, ოღონდ, ოფიციალურად.
კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ვილი ისიანმა. მის გარდა “სიონში” მინიმუმ 1 წლით მაინც დარჩნენ: მცველი გულვერდ თომაშვილი, ნახევარმცველი ლევან ხმალაძე და თავდამსხმელი ჯაბა უგულავა. შეთანხმება მიღწეულია თორნიკე ზარქუასთან, ზვიად სიხარულიასთან და ლაშა ლეჟავასთან. 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა გივი ხეცურიანთან.
2018 წლის ბოლოს სპორტული დირექტორი, ბუბა ტყავაძე ქვემოქართლელებიდან “ნაკლები პერსპექტივის” გამო წავიდა.