უეინ რუნი დააპატიმრეს
“დისი იუნაიტედის” თავდამსხმელი, უეინ რუნი აშშ-ში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისათვის და გინებისათვის დააპატიმრეს.
Goal.Com-ის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი 16 დეკემბერს, ვაშინგტონის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს. რუნიმ, ჯარიმის სახით, 25 დოლარი 4 იანვარს გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი თავდამსხმელი “დისი იუნაიტედში” 2018 წელს გადავიდა.