CIES Football Observatory: ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები
ფეხბურთის კვლევითმა ინსტიტუტმა CIES Football Observatory-მ მოცემულ მომენტში ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში მოთამაშე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა. რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს მოთამასეთა ასაკი და მოქმედი კონტრაქტის ხანგრძლივობა. სიას “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე ლიდერობს, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 218,5 მილიონ ევროდ ფასდება. მეორე ადგილზეა ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), ხოლო სამეულს ნეიმარი (“პსჟ”) ხურავს. აღსანიშნავია, რომ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ რეიტინში მე-19 ადგილი დაიკავა.
რეიტინგის ზედა ათეული ასე გამოიყურება:
1. კილიან მბაპე (“პსჟ”, საფრანგეთი) – 218,5 მილიონი ევრო
2. ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”, ინგლისი) – 200,3
3. ნეიმარი (“პსჟ”, ბრაზილია) – 197,1
4. რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი) – 185,8
5. მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”, ეგვიპტე) – 184,3
6. პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, არგენტინა) – 171,9
7. ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა) – 171,2
8. რომელუ ლუკაკუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ბელგია) – 162
9. ფილიპე კოუტინიო (“ბარსელონა”, ბრაზილია) – 157
10. ლეროი სანე (“მანჩესტერ სიტი”, გერმანია) – 156,1