დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 9 იანვარი
დე ლიგტი “აიაქსის” იანვარში დატოვებას გამორიცხავს
ამსტერდამის “აიაქსის” მველი, მატეის დე ლიგტი კლუბის იანვარში დატოვებას გამორიცხავს.
“იანვარში კლუბს არ დავტოვებ. “აიაქსის” ფანებმა ამაზე არ უნდა იდარდონ. ჩვენ ერედივიზიონის მოგება გვსურს და შესაბამისად, ყველა ფეხბურთელი საჭიროა”, – თქვა 19 წლის ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ დე ლიგტის შეძენა “იუვენტუსსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” სურთ.
ბენჟამინ პავარი “ბაიერნში” ითამაშებს
მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ “შტუტგარტისა” და საფრანგეთის ნაკრების მარჯვენა მცველი ზაფხულიდან ბავარიული კლუბის ღირსებას დაიცავს.
“შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ბენჟამინ პავარი ჩვენს გუნდს 5-წლიანი კონტრაქტით 2019 წლის 1 ივლისს შეუერთდება”, – თქვა სალიჰამიჯიჩმა.
პავარი “შტუტგარტში” 2016 წელს “ლილიდან” გადავიდა. 22 წლის მარჯვენა მცველმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
იგუაინი “ჩელსის” წინადადებას დათანხდმა
Goal.Com-ის ცნობით, გონსალო იგუაინი “ჩელსიში” გადასვლას დათანხმდა და დიდი შანსია, ის ლონდონურ კლუბში უახლოეს დღეებში გადავიდეს.
მაურისიო სარის “მილანის” თავდამსხმელის შეძენის დიდი სურვილი აქვს. ისინი ერთად “ნაპოლიში” მუშაობდნენ.
“ტოტენჰემმა” ერიქსენს ფასი დაადო
მადრიდის “რეალს” ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის შეძენა სურს. ამავდროულად, ლონდონურმა კლუბმა დანიელ ფეხბურთელს ფასი დაადო – ერიქსენი 250 მილიონი ევრო ღირს.
26 წლის ფეხბურთელს “ტოტენჰემთან” კონტრაქტი 2020 წელს ეწურება.