აბიდალი “ბარსელონაში” მორატას ტრანსფერს ბლოკავს
დღევანდელი სპორტული ჟურნალ-გაზეთები ალვარო მორატასა და “ბარსელონას” შორის არშებულ კავშირებზე წერდნენ, თუმცაღა, როგორც ჩანს, ესპანელს “კამპ ნოუზე” ვერ ვიხილავთ. მთავარ ფავორიტებად კი “სევილია” და “ატლეტიკო” რჩებიან.
როგორც იცით, ალვარო მორატას ლონდონური კარიერა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა და შესაბამისად, მისი წარმომადგენელი ხუანმა ლოპესი არაერთ ევროპულ გრანდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
“ლურჯ-ბროწეულისფრები” მის არენდით აყვანაზე ფიქრობდნენ, მაგრამ ერიკ აბიდალი ამ ტრნასფერს ბლოკავს. რის ძირითად მიზეზადაც ფინანსური პრობლემები სახელდება – მორატას არენდით აყვანა “ბარსას” 5 მილიონი დაუჯდება და ამას ემატება მისი მაღალი ხელფასიც.
ერიკ აბიდალი, კატალონიელთა სპორტული დირექტორი მიიჩნევს, რომ ამ თანხის სანაცვლოდ უმჯობესი იქნება, თუ კლუბი უფრო ახალგაზრდა და პერსპექტიულ თავდამსხმელს დაიმატებს, რომელიც ლუის სუარესის შეცვლასაც შეძლებს.