გატუზო იგუაინზე: “მას სახლში დავპატიჟებდი და ოთახში ჩავკეტავდი”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ გონსალო იგუაინი “ჩელსიში” შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, არგენტინელი თავდამსხმელი “ჩელსიში” გადასვლასთან ახლოსაა. მისი დამატები სურვილი აქვს მაურისიო სარის, რომელიც იგუაინთან ერთად “ნაპოლიში” მუშაობდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “პიპიტას” აგენტი ლონდონში უკვე იმყოფებოდა.
“ჩვენ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს სათქმელს პირდაპირ ვეუბნებით. როცა ფეხბურთელი არჩევანს აკეთებს, შემდეგ მისი გადარწმუნება რთულია. შეიძლება, ეს მხოლოდ ერთხელ ცადო. ამ მომენტისათვის იგუაინი “მილანის” ფეხბურთელია. არ ვიცი, რა მოხდება. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მას სახლში დავპატიჟებდი, ოთახში ჩავკეტავდი და საკვებს ყოველ 2-3 საათში მივუტანდი. სამწუხაროდ, ეს არ შემიძლია”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.