გარეთ საუთგეიტი, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად მოგვევლინოს
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა გუნდში გარეთ საუთგეიტის მოწვევას აპირებს.
როგორც ცნობილი ხდება, “მანკუნიანელების” სამიზნეთა სიაში პირველი ადგილი ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაც მაურისიო სარის უჭირავს. იმ შემთხვევაში, თუ “ოლდ ტრაფორდელები” არგენტინელ სპეციალისტთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, სწორედ საუთგეიტზე გადაერთვებიან.
გეტყვით იმასაც, რომ 48 წლის საუთგეიტს ოქტომბერში ინგლისი ფეხბურთის ფედერაციამ ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომელსაც ვადა 2022 წელს ეწურება. მის ხელფასად კი წელიწადში 2-3 მილიონი ფუნტია გაწერილი.
ულე გუნარ სულშერს, “მანჩესტერ იუნაიტედს” დროებით თავკაცს, კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივნისში ეწურება. მის სავარაუდო შემცვლელად სახელდებიან ზინედინ ზიდანი და ლორან ბლანიც.