ედენ აზარი: “მიყვარს “ენფილდი”, იქ ყოველთვის ბრწყინვალე ატმოსფეროა”
ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა სუპერვარსკვლავმა, ედენ აზარმა, აღიარა, რომ “ლივერპულის” საშინაო არენაზე თამაში დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
“მიყვარს “ენფილდი”, სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფეროა. მათ წინააღმდეგ თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ.
“ენფილდზე” რამდენიმე გოლი გატანილი მაგვს – ყველა სიმონ მინოლეს კარში, ბოდიშს ვუხდი ამისთის, მაგრამ ასე გამოვიდა. სწორედ “ენფილდზე” გავიტანე კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლიც.
მახსოვს, რომ ბოლო ოცი წუთი ვითამაშე. ბურთი ხუთჯერ მივიღე და ხუთივე შემთხვევაში დავკარგე, ვფიქრობდი – “ოჰ, ყველაფერი საშინლად გამომდის”. თუმცა, მალევე დავიწყე სირბილი და რამდენიმე დრიბლინგიც განვახორციელე. სივრცე დავინახე, დავარტყი და ბამ!
მატჩის შემდეგ ტელეფონში არაერთხელ ვნახე ამ გოლის ვიდეო, ავტობუსშიც სულ მას ვამეორებდი. მეგობრებიც მწერდნენ, გოლს აქებდნენ. ერთმა ჩემს გოლს “ტიტანიკის” მუსიკაც კი შეუხმატკბილა,” – აცხადებს აზარი.
What A Bloody GLORIOUS goal @ Anfield by Eden Hazard!!!! Best Player In World Football at the moment!!! Hazard has been in devastating form since World Cup 2018! Goal of the Season secured. Great win vs Liverpool!!!!🙌🏾🔵
🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥🔥 #CFC #KTBFFH #LIVCHE #CarabaoCup #Hazard pic.twitter.com/lgbBZwJ52Q— Dalio🏄🏾♀️🌊 (@daliosway) September 26, 2018