მატერაცი: “ამ დროს კალაძე კიდევ უფრო დავაფასე”
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, მარკო მატერაციმ “ახალ კვირასთან” ინტერვიუში კახა კალაძეზე ისაუბრა და მისი ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი გაიხსენა.
“ჩემი მოგონებები ყოველთვის მატჩებს უკავშირდება. გავიხსენებდი ერთ ეპიზოდს, რომელიც საკმაოდ რთული იყო კახასთვის. დიდი ხანი არ იყო გასული მისი ძმის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ. ძალიან სულისშემძვრელი მომენტი იყო, როდესაც ჰიმნმა გაიჟღერა. ისიც კი არ იცოდა, ითამაშებდა კიდევ თუ არა, მაგრამ მან საკუთარი ქვეყნისთვის დიდი და სწორი ნაბიჯი გადადგა, მოედანზე გავიდა და ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ამ დროს კახა კიდევ უფრო დავაფასე, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი. ამ ვითარებაში არაა მარტივი გამონახო ძალა და დაიცვა შენი ქვეყნის ნაკრები ასეთ რთულ მომენტებში”, – განაცხადა მატერაციმ.
შეგახსენებთ, რომ მატერაცი თბილისში, ზამთრის თასზე, ვეტერან ფეხბურთელებს შორის გამართულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ის ფიფას ლეგენდების გუნდის წევრი იყო.