დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 15 იანვარი
პიონტეკი “მილანში” გადასვლასთან ახლოსაა
დიდი ალბათობით, გონსალო იგუაინი “მილანს” დატოვებს და ლონდონის “ჩელსიში” გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ “როსონერის” მისი შემცვლელი დაჭირდბა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ “შავ-წითლები” არგენტინელი ფეხბურთელის წასვლის შემთხვევაში “ჯენოადან” კშიშტოფ პიონტეკს დაიმატებენ.
კარასკოსთვის “არსენალი” და “მანჩესტერიც” იბრძოლებენ
Daily Star-ის ცნობით, იანიკ კარასკოს შესაძენად “მილანთან” ერთად “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” იბრძოლებენ.
ბელგიელი ფეხბურთელი ამჟამად ჩინურ “დალიან იფანში” თამაშობს, თუმცა დიდი შანსია, ის ევროპაში იანვარშივე დაბრუნდეს.
“ჩელსიმ” აზარს ფასი დაადო
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” ედენ აზარს 100 მილიონ ფუნტზე ნაკლებად გაყიდვას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელ ფეხბურთელს მადრიდის “რეალთან” ხშირად აკავშირებენ.
მორატას “ატლეტიკოში” გადასვლა სურს
“მარკას” ცნობით, “ჩელსის” თავდამსხმელს, ალვარო მორატას “ატლეტიკოში” გადასვლა სურს. ესპანელი თავდამსხმელი ლონდონურ კლუბში ხელფასის სახით წელიწადში 9 მილიონ ევროს იღებს, მადრიდულ კლუბში გადასვლის შემდეგ კი ის შემცირებულ ხელფასზე თანახმა იქნება.
ჟირუ “ბარსელონაში”?
RMC Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, “ჩელსის” თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ “ბარსელონაში” ვიხილოთ.
კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს თავდმსხმელის შეძენა სურს, ერთ-ერთ კანდიდატურად კი სწორედ ჟირუ განიხილება.