დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 იანვარი
“ატლეტიკომ” მორატასთან შეთანხმებას მიაღწია
Goal.Com-ის ინფორმაციით, მადრიდის “ატლეტიკომ” ალვარო მორატასთან შეთანხმებას მიაღწია. ახლა მადრიდელებმა ტრანსფერზე ლონდონის “ჩელსი” უნდა დაითანხმონ.
ტრანსფერის გაჩარხვის ალბათობას ისიც ზრდის, რომ დიდი შანსია, უახლოეს ხანებში “ჩელსიმ” გონსალო იგუაინი დაიმატოს.
ფელაინი ჩინეთში?
ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბები – “ბეიჯინგ გოუანი” და “გუანგჟოუ” მარუან ფელაინის ტრანსფერზე ფიქრობენ.
ცნობილია, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერს ბელგიელი ნახევარმცველის გაყიდვა სურს. დიდი შანსია, ფელაინიმ “მანჩესტერ იუნაიტედი” ამ თვეშივე დატოვოს.
მალდინი და გაზიდისი ერთმანეთს იოზილის გამო დაუპირისპირდნენ
იტალიურ პრესაში გავრელებული ინფორმაციით, “მილანის” ხელმძღვანელები – ივან გაზიდისი და პაოლო მალდინი ერთმანეთს მესუთ იოზილის შესაძლო ტრანსფერის გამო დაუპირისპირდნენ.
Corriere dello Sport-ის ცნობით, “მილანს” იოზილი შეთავაზეს, მალდინის კი ფეხბურთელის გუნდში მიყვანა სურს, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს გაზიდისს.
“არსენალი” ლოსანოთი ინტერესდება
TMW-ს ცნობით, ლონდონის “არსენალი” “პსვ ეინდჰოვენის” გარემარბით, ირვინგ ლოსანოთი ინტერესდება.
ცნობილია, რომ 23 წლის მექსიკელის შეძენის სურვილს “ჩელსი”, “ბარსელონა” და “ნაპოლიც” გამოთქვამენ. ლოსანო 40 მილიონ ევროდაა შეფასებული.
ლაშა დვალი “ფერენცვაროშის” ფეხბურთელია (ფოტო, ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, ლაშა დვალი ამიერიდან უნგრული “ფერენცვაროშის” ღირსებას დაიცავს.
23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა “ფერენცვაროშთან” კონტრაქტი დღეს გააფორმა. უნგრულმა კლუბმა დვალის ყოფილ კლუბს, პოლონურ “პოგონს” 500 000 ევრო გადაუხადა.
დვალს სხვადასხვა დროს “რედინგში”, “დუისბურგში”, “ქასიმფაშაში”, “სკონტოსა” და “სლასკში” უთამაშია. 2015 წლიდან მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იძახებენ.
“ფერენცვაროში” უნგრეთის მიმდინარე ჩემპიონატში 39 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს.