როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
11 იანვარს, საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სკანდალურად დასრულდა. 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი შეხვდნენ.
შეხვედრის მიწურულს ზურაბ დათუნაშვილმა და მისმა სეკუნდატმა მსაჯების მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს, რასაც არეულობა მოჰყვა. როგორც გაირკვა, დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ სახეში რკინის საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც ევროპის ორგზის ჩემპიონს სისხლი წამოუვიდა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ტელეტკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.
მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი. დადგენილია კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა, რომლებიც გამოსაკითხად პოლიციაში დაიბარეს.
ფოტო: 1tv.ge, rustavi2.ge