დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 25 იანვარი
“ვალენსიას” შეთავაზება “ვესტ ჰემს”
“ვალენსიამ” “ვესტ ჰემს” ხავიერ ერნანდესის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო შეთავაზა. თუმცა, ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინგლისურ კლუბს მექსიკელი თავდამსხმელის გაყიდვა არ სურს.
გოდინმა “ინტერთან” წინასწარი კონტრაქტი გააფორმა
იტალიური მედიის ცნობით, “ატლეტიკოს” მცველმა, დიეგო გოდინმა მილანის “ინტერში” სამედიცინო შემოწმება ჩუმად გაიარა და კლუბთან წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა.
ურუგვაელი ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ის “ინტერს” უფასოდ შეუერთდება.
“მილანს” დეულოფეუს დაბრუნება სურს
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანი” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “უოტფორდიდან” ჟერარ დეულოფეუს იჯარით დამატებას შეეცდება.
ესპანელმა გარემარბმა “როსონერის” რიგებში 2017 წელს იჯარით ითამაშა.
“ბარსელონა” მატათი დაინტერესდა
Goal-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, ხუან მატას წარმომადგენლებს დაუკავშირდა და შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ესაუბრა.
30 წლის ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მისი დამატება უფასოდ იქნება შესაძლებელი.
კასერესი ისევ “იუვენტუსში”?
Goal.Com-ის ინფორმაციით, “ლაციოს” მცველი, მარტინ კასერესი, დიდი შანსია, ისევ “იუვენტუსში” დაბრუნდეს. ურუგვაელ ფეხბურთელს ტურინულ კლუბში რამდენიმე წელი აქვს გატარებული და მისთვის ეს გარემო უცხო სულაც არ იქნება.