სულშერის სერია გრძელდება, “იუნაიტედმა” “არსენალი” გასვლაზე დაამარცხა (ვიდეო)
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის 1/16-ფინალური ეტაპის ცენტრალურ მატჩს “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა – ლონდონის “არსენალმა” საკუთარ კედლებში “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბურთს უმეტესად მასპინძლები ფლობდნენ, “მანჩესტერელები” კი მეტოქის ერთ შეცდომას ელოდნენ. 31-ე წუთზე ასეც მოხდა, რომელუ ლუკაკუმ ბრწყინვალე გადაცემით სანჩესი ერთი-ერთზე დატოვა მეკარესთან და მანაც არ ააცილა. ორიოდ წუთში ლუკაკუმ ლინგარდსაც გაუკეთა საგოლე გადაცემა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა. ტაიმის მიწურულს კი ობამეიანგმა გაქვითა ერთი გოლი – 1:2.
მეორე ტაიმში სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ბურთს კვლავ “მეთოფეები” ფლობდნენ, თუმცა შორეულ დარტყმებს ერიდებოდნენ. სამაგიეროდ ჩასაფრებული “მანჩესტერელები” დარჩნენ მოწოდების სიმაღლეზე და პოგბას წამოწყებული კონტრ-იერიში მარსიალის გოლით დაასრულეს (82′). მასპინძლებმა ვერც მსაჯის მიერ დამატებულ 10 წუთში შეძლეს თამაშის შემობრუნება და ამ ტურნირზე ასპარეზობასაც გამოეთიშნენ.