იგუაინი: “დედაჩემის ავადმყოფობის გამო კარიერის დასრულებას ვაპირებდი”
ლონდონის “ჩელსის” ახალწვეულმა, გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ ის 2016 წელს კარიერის დასრულებას აპირებდა.
არგენტინელმა თავდამსხმელმა, კოპა ამერიკის ფინალის დასრულების შემდეგ გაიგო, რომ დედამისს მძიმე დაავადება აღმოაჩნდა. მას ტურნირის მიმდინარეობისას ამ ამბავს უმალავდნენ. საბედნიეროდ, დღეს იგუაინის დედა თავს კარგად გრძნობს.
“მოულოდნელად, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე, რათა დედაჩემზე მეზრუნა. როცა კოპა ამერიკა მიმდინარეობდა, ვგრძნობდი, რომ სახლში ყველაფერი რიგზე არ იყო, მაგრამ როცა სიმართლე მითხრეს, შოკი მივიღე.
თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან ფინალი ისე ვითამაშე, რომ არაფერი ვიცოდი. იმ მომენტში მთელი სამყარო ჩამომენგრა. დედაჩემის გარდა აღარაფერი მაინტერესებდა. დედაჩემს ვუთხარი, რომ კარიერას ვასრულებდი. მან მითხრა, რომ როცა ფეხბურთს ვთამაშობ, თავს ბედნიერად გრძნობს და კარიერის დასრულების ნებას არ მომცემდა.
ჩემთის ოჯახი და მეგობრები ყველაფერს ნიშნავს, ამის შემდეგ მოდის ფეხბურთი. ხალხმა ეს უნდა გაიგოს. ისინი ხედავენ, რომ შენ თამაშობ, მაგრამ არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა ხდება მოედნის გარეთ”, – უთხრა იგუაინმა “მირორს”.