ბუდუ ზივზივაძე “ტორპედოს” შეუერთდება
ქუთაისის “ტორპედოს” 24 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე შეუერთდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზივზივაძე “ტორპედოსთან” კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს და გუნდს რამდენიმე დღეში დაემატება.
ზივზივაძე ბოლოს თბილისის “დინამოში” იყო დანიური “ესბიერგიდან” განათხოვრებული, იჯარის დასრულების შემდეგ “ესბიერგში” დაბრუნდა, თუმცა ის მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ შედის და საქართველოში დაბრუნდა, სადაც “ტორპედოსა” და “გურიას” ამხანაგურ მატჩს დაესწრო.
“ტორპედოს” ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა, რომ ზივზივაძესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ყველაფერი დასკვნით ფაზაშია.
ბუდუმ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 22 გოლი გაიტანა და გიორგი გაბედავასთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თავდამსხმელს გამორჩეული სეზონი 2016/17 წლებში ჰქონდა, როდესაც “სამტრედიასთან” ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.