42 წლის სევასტი თოდუა შეუჩერებელია – ვეტერანი ახალ გუნდში გადავიდა!
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ტორპედოს” ყოფილი წევრი სევასტი თოდუა კარიერას “ბორჯომში” გააგრძელებს.
42 წლის მცველი 1997 წლიდან თამაშობს პროფესიონალურ დონეზე და მისი პირველი გუნდი “სამტრედია” იყო. შემდეგ “ვიტ ჯორჯია”, “ლოკომოტივი”, “ტორპედო”, სადაც 3-ჯერ დაბრუნდა. 2002 წელს ერთადერთი უცხოური კლუბი “ურალი” ფიქსირდება, რომელშიც მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და კვლავ “ტორპედოში” გადავიდა.
ზედიზედ ყველაზე მეტი შეხვედრა ერთ კლუბში, 106, “ზესტაფონში” ითამაშა და “სამტრედიის” შემდეგ ერთადერთი გოლი სწორედ “ზესტაფონის” რიგებში შეაგდო.
თოდუა ბოლოს “ნორჩი დინამოელი” გახლდათ, სადაც 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მე-3 ლიგის “ბორჯომში” აღმოჩნდა.
42 წლის ასაკში ის კვლავაც საუცხოოდ კარგ კონდიციებშია და მას კვლავაც გასდევს წლების წინ მის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები:”ფეხბურთს ფეხბურთელი თამაშობს და არა წლები”.