დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 30 იანვარი
მარსიალი “მანჩესტერ იუნაიტედთან” ახანგძლივებს
ფრანგი თავდამსხმელი, ანტონი მარსიალი “მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალ, 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება პარასკევს გაფორმდება.
ჟირუმ ჩინეთში წასვლაზე უარი თქვა
L’Equipe-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ ჩინურ “დალიან იფანგში” გადასვლაზე უარი თქვა.
ჩინურმა კლუბმა ფრანგ ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონი ევრო შეთავაზე, თუმცა როგორც ირკვევა, ჟირუს ევროპაში დარჩენა და საფრანგეთის ნაკრებში მოხვედრა სურს.
“არსენალი” კარასკოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
იტალიური მედიის ცნობით, ლონდონის “არსენალმა” ჩინური “დალიანგ იფანგის” ფეხბურთელთან, იანიკ კარასკოსთან მოლაპარაკებები დაუწყო.
ბელგიელი ფეხბურთელის შეძენა “მილანსაც” სურს და შესაძლო ტრანსფერის შესახებაც ბევრჯერ დაიწერა.
კაგავა “მონაკოში”?
Sky-ს ინფორმაციით, “მონაკო” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დორტმუნდის “ბორუსიადან” შინჯი კაგავას იჯარით დამატებას შეეცდება.
მონაკოელები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობენ და ცდილობენ, რომ რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინონ.