“ვალენსიამ” “ბარსელონაში” ჯაშუში გაგზავნა?
“ბარსელონასთან” გასამართი მნიშვნელოვანი მატჩისწინ, “ვალენსიას” ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, თავიანთი თილისმა “კამპ ნოუზე” გაეგზავნათ ჯაშუშის როლში. თილისმამ უკვე გააკეთა მთავარი დასკვნა უმაღლესი დონის მისიის შედეგად – მესი=კარგი.
“ჩემს კლუბს ვჭირდები. ამიტომაც ვასრულებ დღეს სპეციალურ მისიას”
My club needs me. That’s why I’m on a mission today 🕵️♂️ pic.twitter.com/gtUN7bmrzU
— Valencia CF English 🦇💯 (@valenciacf_en) January 31, 2019
“ბუჩქებში ერთი საათი გავატარე, მაგრამ სესიას მაინც ვაკვირდებოდი. გარკვეული დასკვნები უკვე გამოვიტანე ჩემი გუნდისთვის. შემდეგი გაჩერება მტრის ტერიტორიაა”
An hour hiding behind the bushes, but I saw the session. I’ve made some notes to give to the team. Next stop enemy territory 🔵🔴 pic.twitter.com/H1fPlfRwIX
— Valencia CF English 🦇💯 (@valenciacf_en) January 31, 2019
“იძულებული გავხდი, მისიის მსვლელობა შემეჩერებინა. აი, ჩემი რამდენიმე ფოტო”
I had to interrupt my mission for while… here are some shots I took 🔵🔴 pic.twitter.com/kTYzePlRwa
— Valencia CF English 🦇💯 (@valenciacf_en) January 31, 2019
“ვალენსიას” ეს მისია, “ლიდს იუნაიტედის” თავკაც მარსელო ბიელსას ბოლოდროინდელი აღიარების გამოძახილი გახლავთ, რომლის თანახმადაც კარიერის მანძილზე ის მუდამ იყენებდა ჯაშუშებს სხვა გუნდებზე დასაკვირვებლად.