ალეგრი: “ფეხბურთი ფლეისთეიშენი არ არის”
იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე, “ატალანტასთან”, განცდილი მარცხის (3:0) შემდეგ, ტურინის “იუვენტუსს” თავს დიდი კრიტიკა დაატყდა, რასაც გუნდის თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, გამოეხმაურა.
“არ ღირს ყველაფრის დრამატიზირება. რეალობა ის არის, რომ ერთი მატჩი წავაგეთ, თუმცა მძიმედ. “ატალანტამ” და “ლაციომ” ერთი სტილი დაგვიპირისპირეს, განსხვავება ის იყო, რომ რომში არ წაგვიგია.
სეზონის მანძილზე ცუდი პერიოდები გვხვდება, რასაც მშვიდად უნდა გავუმკლავდეთ. ამ გუნდმა ზედიზედ შვიდჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ოთხჯერ იყო ლიგის ფინალში. როდესაც მოვედი, ეშინოდათ, რომ “მალმიო” გამოგვაგდებდა, მე კი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვფიქრობდი.
ფეხბურთი ფლეისთეიშენი არ არის. რონალდუს მოსვლა ჩემპიონთა ლიგის მოგების გარანტიას არ იძლევა. ჩვენ ამისთვის დაუღალავად ვშრომობთ და პატივისცემას ვიმსახურებთ,” – აცხადებს ალეგრი.